მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქული ბანკები რუსულ საგადასახადო სისტემა Mir-ში გაერთიანდნენ - ერდოღანი

62f118d543d2d
გიორგი არონია
08.08.22 18:46
3644
ხუთი თურქული ბანკი რუსულ საგადასახადო სისტემაში, Mir-ში გაერთიანდა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ქალაქ სოჭში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც თურქული სახელმწიფო სააგენტო - Anadolu წერს, თურქეთის პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ ამ საკითხის გარშემო დიდი პროგრესი შეინიშნება, რაც დიდი შვებაა, როგორც რუსი ტურისტებისა, ასევე თურქეთისთვის. შეგახსენებთ, რომ რუსი ტურისტებისთვის, თურქეთი ტრადიციულად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ლოკაციაა.

აღსანიშნავია, რომ საგადასახადო სისტემაში გაწევრიანების გარდა, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ბუნებრივი აირის გადასახადის რუსულ რუბლში გადახდის თაობაზეც შეთანხმდნენ. საინტერესოა, რომ სახელმწიფო მეთაურების შეხვედრის პარალელურად, ერთმანეთს ორი სახელმწიფოს ეროვნული ბანკების პრეზიდენტებიც შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყება არაერთგზის დაგმო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპული სახელმწიფოების მიერ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა. ამასთანავე, თურქეთს რუსეთიდან არც ენერგომატარებლების იმპორტი შეუჩერებია. ცნობისთვის გეტყვით, რომ გასულ წელს, თურქეთის მიერ განხორციელებული ნავთობის საერთო იმპორტის მეოთხედი, ხოლო ბუნებრივი აირის დაახლოებით 45%, სწორედ რუსულ წიაღისეულზე მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები