მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქული ლირა ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა

ლირა

საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე თურქული ლირა ახალ ანტირეკორდს ამყარებს - დღეს მეზობელი სახელმწიფოს ეროვნული ვალუტა დამატებით გაუფასურდა და 1 ამერიკული დოლარის კურსმა 42.6 ლირას გადააჭარბა.

ერთწლიან პერიოდში ლირა თითქმის 18.5%-ითაა გაუფასურებული და ძირითად ვალუტებს შორის მას ყველაზე ცუდი შედეგი აქვს.

ლირის ბოლოდროინდელი გაუფასურება პირდაპირ კავშირშია ცენტრალური ბანკის განცხადებასთან, რომელმაც მიანიშნა, რომ უახლოეს მომავალში მონეტარული პოლიტიკა იმაზე ნელი ტემპით შემსუბუქდება, ვიდრე ამას ინვესტორები მოელოდნენ.

ცენტრალური ბანკის სტრატეგიის ცვლილება ინფლაციის მაღალი დონით არის განპირობებული, რომელიც ისევ 30%-ის ფარგლებშია. სამიზნე მაჩვენებელი კი 24% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები