პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, უკრაინის მომავალი ფინანსური მხარდაჭერის დასაფინანსებლად, ევროკავშირს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების კონფისკაციისკენ მოუწოდა.
"საკმარისია საუბარი, დროა ვიმოქმედოთ. 1. მოდით, დავაფინანსოთ უკრაინის დახმარება რუსული გაყინული აქტივებიდან; 2. გავაძლიეროთ საჰაერო თავდაცვა, ბალტიისპირეთის და ევროკავშირის საზღვრები რუსეთთან; 3. სასწრაფოდ მივიღოთ ახალი ფისკალური წესები ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის დასაფინანსებლად. ახლავე!", - დაწერა დონალდ ტუსკმა X-ზე ხუთშაბათს.
Enough talking, it’s time to act! 1. Let’s finance our aid for Ukraine from the Russian frozen assets. 2. Let’s strengthen air policing, the Baltic sentry and the EU borders with Russia. 3. Let’s swiftly adopt new fiscal rules to finance the EU security and defence. Now!
— Donald Tusk (@donaldtusk) February 20, 2025
ჯერჯერობით, ბლოკმა გამოიყენა მხოლოდ მის ტერიტორიაზე არსებული აქტივების შემოსავალი რათა მიეწოდებინა ფინანსური და სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. სანქციების შედეგად ევროკავშირმა გაყინა რუსეთის ცენტრალური ბანკის 210 მილიარდი ევროს აქტივები, რომელთა უმეტესობა ბელგიაშია განთავსებული.
რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების კონფისკაცია პრობლემატური საკითხია, რამდენადაც ფული რუსეთის სუვერენულ საკუთრებად ითვლება და, შესაბამისად, დაცულია საერთაშორისო კანონმდებლობით.
ტუსკის იდეა მომდინარეობს იმ შიშის ფონზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, შესაძლოა შეწყვიტოს დახმარება კიევისთვის, რაც მას დაუცველს დატოვებს რუსეთის აგრესიის მიმართ.




























