მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუთიყუშების ფერმა გორში - ზოოტექნიკოსის შედგენილი ბიზნესმოდელი და გეგმები

63c012442d48c
თინათინ ნატმელაძე
14.01.23 21:10
2287
ძროხების, ღორების, თევზების და ზაზუნების მომრავლების შემდეგ გორში, ზოოტექნიკოსმა ილია მთვარელიძემ თუთიყუშები გააშენა და ფერმა მოაწყო. საქმიანობის ახალ მიმართულებაზე ფერმის მფლობელმა BM.GE-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ მან სხვა ფერმერების საქმიანობაში ჩართვისა და გაძლიერებისთვის ერთგვარი პაკეტიც შეიმუშვა.

„თუთიყუშები ჩვენს ქვეყანაში ჩეხეთიდან და სომხეთიდან შემოდის, სწორედ ამიტომ, რომ ამ სფეროში მაინც აღარ გვჭირდებოდეს იმპორტირება, გორში თუთიყუშების ფერმა გავაშენე, ამჟამად 400 ცალი მყავს, თუმცა მათი გამრავლებისა და სხვა ფერმერების საქმიანობაში ჩართვისთვის მიზნით ერთგვარი პაკეტი შევიმუშავე - თუთიყუშების ათი ოჯახია გალიაში, თან დართული აქვს მისი მოვლის და გამრავლების ინსტრუქციებიც, საფასური 2 500 ლარია და როდესაც მომხმარებელი ყიდულობს მასთან 120-240 დღე კონტაქტი მაქვს, ვაძლევ რჩევებს და ა.შ. შემდეგ კი, გამრავლებულ თუთიყუშებს, ანუ ნამატს, ისევ მე ვყიდულობ. საერთო ჯამში, ეს პაკეტი ჩემი მომხმარებლისთვის ძალიან მომგებიანია, რადგან მათი 200%-იან მოგებაზე გაყვანა შემიძლია, დაინტერესებულიც ბევრი ფერმერია, ერთ-ერთი უკვე 100 წყვილზე შემითანხმდა.

საერთო ჯამში ძალიან პერსპექტიული საქმიანობაა, მას შემდეგ რაც რაოდენობა გაიზრდება, უკვე ექსპორტზე ფიქრიც შეგვიძლია, ეს სფერო კარგად მესმის, ამიტომ რეალიზების პრობლემა არ შეიქმნება.“ - განაცხადა ილია მთვარელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ისეთი კადრი, რომელიც ანაზღაურების სანაცვლოდ თუთიყუშების მოვლაში ჩაერთვებოდა, ვერ ნახა, სწორედ ამიტომ ამ ეტაპზე ფერმას მარტო უვლის.

რაც შეეხებაა საჭირო ინვესტიციას, მთვარელიძე ამბობს, რომ სწორედ ამ ფერმისთვის დიდი სახლი და ეზო შეიძინა, რომელიც 30 000 ლარი ღირდა, გარდა ამისა ფერმის მოსაწყობად საჭირო ინვესტიციას, მფლობელი ეტაპობრივად დებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები