მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tv Pirveli-ის დამფუძნებელი: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი

60eae69478fc6
BM.GE
11.07.21 16:38
955
Tv Pirveli-ის დამფუძნებელი ვატო წერეთელი საქართველოს პრემიერმინისტრის ირალი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ მან განცხადება რამდენიმე წუთის წინ ტვ პირველის ეთერში გააკეთა. მისი თქმით, ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება.

“ლექსო ლაშქარავა არის თავისუფლების სიმბოლო. მივმართავ, განსაკუთრებით მშობლებს, დღეს დედას(ლექსო ლაშქარავას დედას) არ ჰყავს ახალგაზრდა ბიჭი, ჰყავს გარდაცვლილი, რადგან ის 20 წლის გოგოს გადაეფარა, რომ არ მოეკლათ და არ ჩაექოლათ. დღეს ჩვენ აღარც ტერიტორიები დაგვრჩა, არაფერი აღარ დაგვრჩა, გარდა სოლიდარობისა. მივმართავ მშობლებს: თქვენი შვილების გამო, გამოდით და ვიყოთ ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები. გადადგეს მკვლელი ღარიბაშვილი”,- აცხადებს ვატო წერეთელი.

ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს “სირცხვილიას” ოფისთან “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეებმა სცემეს. შედეგად, მას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და თვალი, მას გასულ დღეებში ჩაუტარდა ოპერაციაც.

ლექსო ლაშქარავა დღეს გამთენიისას გარდაცვლილი სახლში დედამ იპოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები