"ტვ პირველის" ინფორმაციით, გუშინდელ აქციაზე ჟურნალისტი, გიორგი მამნიაშვილი დააკავეს, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
"გიორგისთან კავშირი რედაქციამ 22:30 წუთზე დაკარგა. რამდენიმე წუთით ადრე, მან რედაქციას აქტივისტების დაკავების კადრები გადმოუგზავნა.
ტვ პირველს შს პრესსამსახური არ უდასტურებდა ჟურნალისტის დაკავებას.
ადვოკატი გიორგი მამნიაშვილს დიღმის იზოლატორში მოინახულებს", - იტყობინება "ტვ პირველი".




























