პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ კლინიკა საკუთარი ნება სურვილით დატოვა. სამედიცინო დაწესებულების მორიგე ექიმის განცხადებით, პაციენტი 112-ს სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 02.34 წუთზე მიიყვანა კლინიკაში, სადაც გახარია ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევები ჩაუტარდა. მორიგე ექიმის თქმით, გახარიას აღენიშნება ცხვირის ძვლის მოტეხილობა(ცდომის გარეშე) და თავის ტვინის შერყევა. ექიმის თქმითვე, პაციენტთან იმყოფებოდნენ სამართალდამცავებიც თუმცა რამდენად მოხდა გიორგი გახარიას გამოკითხვა, ამ ეტაპზე უცნობია.
შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა და პრემიერ მინისტრს, პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელს გიორგი გახარიას.ინციდენტის ანუ თავდასხმის შემდეგ, გიორგი გახარია გადაიყვანეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც სამედიცინო დახმარებასთან ერთად, პირველადი გამოკვლევებიც ჩაუტარდა. აი რას წერს ინციდენტის შემსწრე გამოცემა "მთის ამბები"-ს რედაქტორი გელა მთივლიშვილი:გიორგი გახარიას ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დაესხნენ თავს. მისი ცნობით, გიორგი გახარია კლინიკაშია გადაყვანილი. "რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, “შერატონში”, რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები ჯგუფურად თავს დაესხნენ გიორგი გახარიას, მანამდე ჩვენს მეგობარს, რომელიც ამავე სასტუმროში იყო დაბინავებული. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი", - წერს სოციალურ ქსელში გელა მთივლიშვილი და აქვეყნებს ფოტოებს ინციდენტის ადგილიდან.
გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტს ადასტურებენ პარტია "საქართველოსთვის" პრესსამსახურშიც.