მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტვირთბრუნვა 23%-ით გაიზარდა - რომელი კომპანიები ლიდერობენ საჰაერო გადაზიდვებში?

საჰაერო გადაზიდვები

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების დინამიკა დადებითია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 6 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა წლიურად 23%-ით გაიზარდა და 11 022 ტონა შეადგინა.

BMG დაინტერესდა, რომელმა ავიაკომპანიებმა გადაზიდეს ყველაზე მეტი ტვირთი. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 27%-იანი წილით, ბაზრის ლიდერი, კვლავ TURKISH AIRLINES-ია, რომელსაც 18.4%-იანი წილით, GEORGIAN AIRLINES-ი მოსდევს.

უფრო დეტალურად, იანვარ-ივნისში გადაზიდული ტვირთის ოდენობით 5 მოწინავე ავიაკომპანია შემდეგია:

  • TURKISH AIRLINES – 2 974 ტონა;
  • GEORGIAN AIRLINES - 2 023 ტონა;
  • MNG AIRLINES - 743 ტონა;
  • CARGOLUX AIRLINES - 364 ტონა;
  • EASY CHARTER - 332 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები