მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვა 1.1%-ით გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების ჯამურმა მოცულობამ 18.2 მილიონი ტონა შეადგინა. გარდა ამისა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობაც გაიზარდა. რა შეიცვალა წელს საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში?


































