მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტვირთბრუნვის ზრდისთვის უფრო მეტი სისწრაფე და ეფექტიანობა უნდა შევთავაზოთ ჩინურ და ცენტრ.აზიის კომპანიებს - სალომე დანელია

პორტები

ეკონომიკის დოქტორის და Hegelmann Georgia-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერის განცხადებით, დიდი პოტენციალია, რომ ანაკლიის პორტის ამოქმედების შემდეგ საქართველომ დამატებითი ტვირთები მოიზიდოს.

როგორც სალომე დანელიამ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, აქცენტი უნდა გაკეთდეს, ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ტვირთების მოზიდვაზე, თუმცა მისივე თქმით, ამისთვის აუცილებელია პორტი და ზოგადად საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი კონკურენტუნარიანი იყოს.

“ტვირთები ცხადია არის. მთავარია ჩვენ ინტერესი გავუზარდოთ ჩინურ კომპანიებს, ასევე ყაზახურ, უზბეკურ კომპანიებს, რომ შემდეგ ჩვენი [ანაკლიის] პორტის მეშვეობით გაიტანონ ევროპაში პროდუქტი. თუმცა ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩინეთისთვის არის სხვა ალტერნატიული გზებიც. ვგულისხმობ მათ შორის, ჩრდილოეთის დერეფანსაც. ალტერნატიული გზების გათვალისწინება არაფრით არ შეაფერხებს არც ჩინეთს და არც ცენტრალურ აზიას, უბრალოდ ჩვენ უფრო მეტი სისწრაფე, მეტი ეფექტიანობა უნდა შევთავაზოთ, რომ ინტერესი ჩვენკენ გაიზარდოს.

[ანაკლიის პორტის] ამოქმედების შემდეგ ტვირთნაკადების ზრდას ცხადია უნდა ველოდოთ და ვექტორი უნდა იყოს ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან [ტვირთების მოზიდვა] იმისათვის, რომ კომპლექსურად შუა დერეფნის შესაძლებლობა ავამოქმედოთ, თუმცა მხოლოდ საპორტო შესაძლებლობების განვითარება ამას ხელს ვერ შეუწყობს. “ლენდლორდის” მოდელი იქნება თუ სხვა, სახელმწიფო ორიენტირებულია, რომ შექმნას უპირველეს ყოვლისა პლატფორმა და კერძო ოპერატორებს მისცეს საშუალება, რომ საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე კონკურენტუნარიანი გარემო შექმნას გლობალურ ბაზარზე. ეს არის ის საკითხი, როდესაც მხოლოდ პორტის ინფრასტრუქტურა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ რამდენად სწრაფად მუშაობს საოპერაციო სისტემები, რამდენად დროულად ხდება ტვირთის მიწოდება, როგორ უკავშირდება გლობალურ ლოგისტიკურ გიგანტებს, ლოგისტიკურ კომპანიებს. ეს არის კომპლექსური ერთიანი სისტემა საპორტო, საოპერაციო სისტემა, რომელიც აერთიანებს სახელმწიფოს რეგულაციებსა და საოპერაციო სისტემებს”, - განაცხადა სალომე დანელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები