მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

”თვის ბოლომდე საწვავი დამატებით 10-15 თეთრით გაძვირდება”;

საწვავი ძვირდება. ბენზინის ფასი ბოლო ერთ კვირაში ადგილობრივ ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე 2-5 თეთრით არის გაძვირებული. საერთაშორისო ბირჟაზე გაძვირებულია ნავთობიც. იმპორტიორები ქართულ ბაზარზე საწვავის გაძვირებას გლობალურად ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდას უკავშირებენ. საერთაშორისო ბირჟებზე ბრენტის მარკის ნავთობის ღირებულება ბოლო 1 თვეში 14%-ითა 90 დოლარამდეა გაზრდილი. დარგის წარმომადგენლების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე თვის ბოლომდე საქართველოში საწვავი დამატებით 10-15 თეთრით გაძვირდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები