მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თვითკმარი კომპლექსები, საერთაშორისო ბრენდები და Escrow-რეგულაცია სექტორს სანდოობას გაუზრდის“ - სითიზენი

მაჭავარიანი

კომპანია „სითიზენის“ გენერალური დირექტორის, გოგა მაჭავარიანის განცხადებით, მასშტაბური დეველოპერული პროექტების განვითარებისას მთავარი ამოცანა მცხოვრებლებისთვის ყოველდღიური სერვისების ადგილზე მიწოდება და ზედმეტი გადაადგილების შემცირებაა.

როგორც მაჭავარიანმა უძრავი ქონების კონფერენცია GREMO-ს პანელზე საუბრისას აღნიშნა, კომპანიას თვითკმარი კომპლექსების შექმნის გამოცდილება უკვე აქვს თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც მცხოვრებლების რაოდენობის გათვალისწინებით მოეწყო ბიზნეს-ცენტრი, საცურაო აუზი, სავარჯიშო დარბაზი, ბანკი, აფთიაქი და მანქანებისგან თავისუფალი დიდი პარკი.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ისევ ადამიანიდან რომ გამოვიდეთ, არის ის, რომ შევუმციროთ გადაადგილების აუცილებლობა და ის სერვისები, რაც ყოველდღიურად სჭირდება, ადგილზე მიიღოს.

სექტორის განვითარებას საერთაშორისო კოლაბორაციები და ხარისხის მაღალი სტანდარტი უწყობს ხელს, თუმცა უცხოელი მყიდველი პირველ რიგში ქვეყნის სტაბილურ გარემოს აფასებს და მხოლოდ ამის შემდეგ არჩევს კონკრეტულ კომპლექსს.“ - აღნიშნა მან.

მაჭავარიანი ასევე გამოეხმაურა Escrow-ანგარიშებისა და რეგულაციების თემას და განაცხადა, რომ დეველოპერებს ამ მექანიზმის არ ეშინიათ, პირიქით, სათანადო რეგულაცია სექტორს მეტ სანდოობას და სტაბილურობას შესძენს, განსაკუთრებით უცხოელი მყიდველების თვალში. მისი თქმით, ბევრ კომპანიას უკვე აქვს გამართული დოკუმენტაცია, საბანკო დაფინანსება, კონტრაქტები და დაზღვევა, ხოლო რეგულაციები რისკებს დააზღვევს და ცალკეული კომპანიის რყევის შემთხვევაში მთელ სექტორს დარტყმისგან დაიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები