საქართველოდან საფრენი აპარატების ნაწილების ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის 7 თვეში ადგილობრივი ექსპორტით 8.371 მლნ დოლარის, 30.9 ტონა საფრენი აპარატების ნაწილები გავიდა საექსპორტო ბაზრებზე, რაც 2.4-ჯერ მეტია 2024 წლის 7 თვის მაჩვენებელზე.
საფრენი აპარატების ნაწილების ექსპორტი
- 2025 წლის 7 თვე - 8.371 მლნ დოლარი / 30.9 ტონა
- 2024 წლის 7 თვე - 3.474 მლნ დოლარი/ 17.7 ტონა
- 2023 წლის 7 თვე - 1.518 მლნ დოლარი / 3.5 ტონა
- 2022 წლის 7 თვე - 0.382 მლნ დოლარი / 1.7 ტონა
საქართველოში დამზადებული საფრენი აპარატების ნაწილები ძირითადად აშშ-ში გაიყიდა. ოკეანეს გაღმა 7 მლნ დოლარის საფრენი აპარატის ნაწილების მიწოდება მოხდა. ძირითად საექსპორტო ბაზრებს შორის იყო ისრაელიც. ამ ქვეყანაში 1.2 მლნ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.
მთლიანობაში, რეექსპორტის ჩათვლით, საფრენი აპარატების ნაწილების ექსპორტმა 2025 წლის 7 თვეში 10 მლნ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში თვითმფრინავების კომპოზიტურ ნაწილებს აწარმოებს კომპანია “აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)” . ამ ნაწილების უდიდესი ნაწილი Boeing-სთვის არის განკუთვნილი.




























