მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თვითმფრინავს აფრენიდან რამდენიმე წუთში მეხი დაეცა" - Wizz Air ქუთაისი - პრაღა გაუქმებული რეისის მიზეზს განმარტავს

wizzair

ქუთაისი-პრაღის რეისზე თვითმფრინავს ორჯერ მეხი დაეცა. შემთხვევის გამო ფრენა გაუქმდა და თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაბრუნდა - ავიაკომპანია Wizz Air-ი გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“Wizz Air-ის თვითმფრინავს, რომელიც ქუთაისი-პრაღის რეისს, W6 7923-ს ასრულებდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში მეხი დაეცა. თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა და უსაფრთხოდ დაეშვა. საჰაერო ხომალდი ამჟამად გადის სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას” - წერია კომპანიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები