მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თვითმონიტორინგის სისტემები სამრეწველო საწარმოების 60%-ს აქვს დანერგილი - ნინო თანდილაშვილი

„რუსთავის აზოტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ დროისთვის სამრეწველო საწარმოების 60%-ს აქვს თვითმონიტორინგის სისტემები დანერგილი.

როგორც ნინო თანდილაშვილმა BMG-ის განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი წყარო სწორედ მსხვილი საწარმოებია, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა შესაბამისი გარემოსდაცვითი ვალდებულებები შეასრულონ.

„სახელმწიფოს მიდგომაა, რომ საწარმოებმა უნდა დანერგონ თვითმონიტორინგის სისტემები. ჰაერის ხარისხი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ჩვენი მონიტორინგის მონაცემებით, სამრეწველო ქალაქებში დაბინძურების ერთ-ერთი წყარო სამრეწველო სექტორია. აქედან გამოსავალი არის თვითმონიტორინგის ვალდებულების შესრულება, რაც გულისხმობს ტექნოლოგიურ გადაიარაღებას, ფილტრების სისტემების მოწყობას და თვითმონიტორინგის სისტემების განთავსებასაც. საწარმოების 60%-ს ეს ვალდებულება უკვე შესრულებული აქვს, ნაწილი კი შესრულების ეტაპზეა“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ცნობისთვის, რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, სამრეწველო საწარმოებს თვითმონიტორინგის სისტემების დამონტაჟების ვალდებულება გაუჩნდათ, "ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ" კანონში 2021 წლიდან ამოქმედდა.

შესაბამისი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2023 წელს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 15 საწარმოს მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მათ შორის 13 ჯარიმას, ხოლო 2 შენიშვნას ითვალისწინებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები