მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Twitter-ის რებრენდინგის გამო, შესაძლოა, ილონ მასკს სავაჭრო ნიშანთან დაკავშირებული ლეგალური პრობლემები შეექმნას

64bfd95f27e1d
სალომე ხიდურელი
26.07.23 00:05
581
Twitter-ის მფლობელის გადაწყვეტილება, სოციალურ ქსელს სახელი შეუცვალოს და X დაარქვას, შესაძლოა, კომპანიას სასამართლო დავად ექცეს. Reuters-ის ცნობით, X-ს, როგორც სავაჭრო ნიშნას, უკვე ასობით კომპანია ფლობს, რომელთა შორისაცაა ტექნოლოგიური გიგანტები Meta და Microsoft.

უცხოური მედიის ცნობით, X სიმბოლო იმდენად ხშირად გამოიყენება სავაჭრო ნიშნად, როგორც ინტელექტუალური საკუთრება, რომ Twitter, შესაძლოა, ლეგალური გამოწვევების წინაშე დადგეს.

“100%-იანი შანსია, რომ ამის გამო twitter-ს ვინმე აუცილებლად უჩივლებს” - განაცხადა სასაქონლო ნიშნების მიმართულებით მოქმედმა ადვოკატმა, ჯოშ გერბენმა დ დასძინა, რომ მხოლოდ აშშ-ში სხვადასხვა ინდუსტრიის 900-მდე აქტიური კომპანიაა, რომელსაც საკუთარ სავაჭრო ნიშნად X სიმბოლო აქვს არჩეული.

ილონ მასკმა Twitter-ს სახელი გასულ ორშაბათს შეუცვალა და ახალი ლოგოც წარადგინა - მინიმალისუტრი შავ-თეთრი დიზანი X-ისა.

სავაჭრო ნიშნები (Trademarks) ბრენდის იდენტობას - სახელს, ლოგოსა და სლოგანებს, როგორც ბრენდის იდენტიფიცირების საშუალებებს - იცავს და მის მფლობელს სასამართლო საქმის აღძვრაც შეუძლიათ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ახალ ბრენს მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს. რაც შეეხება საკითხის გადაყვეტას, მსგავსი იურიდიული დავები ხშირად ფინანსური კომპენსაციით სრულდება.

Microsoft-ი X სავაჭრო ნიშანს, რომელიც X-Box ვიდეო თამაშების სისტემასთანაა დაკავშირებული, 2003 წლიდან ფლობს. Meta-მ კი, რომელმაც სულ ახლახანს შექმნას Twitter-ის კონკურენტი სოც. ქსელი Threads, ლურჯ და თეთრ ფერებში X სიმბოლო ჯერ კიდევ 2019 წელს დაარეგისტრირა.

გერბენის თქმით, Meta და Microsoft-ი, სავარაუდოდ, არ იქნებიან იმ კომპანიებს შორის, რომლებიც, პოტენციურად, Twitter-ს უჩივლებენ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს კომპანიები ახალი სოციალური მედიისგან საფრთხეს დაინახავენ.

აღსანიშნავია, რომ არც ერთმა კომპანიამ Reuters-ის კითხვებს არ უპასუხა. თუმცა ცნობილია, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ მასკი კომპანიის რებრენდინგს წარმატებით განახორციელებს, ახალ კომპანიებს X სიმბოლოს დარეგისტრირება საკუთარ სავაჭრო ნიშნად, კვლავ შეეძლებათ. იმის გათვალისწინებით, რომ ერთი კონკრეტული სიმბოლოს, როგორც ინტელექტუალური საკუთრების, დაცვა რთული პროცესია, Twitter-ის თავდაცვა, შესაძლოა, მხოლოდ მათ ახალ ლოგოზე გრაფიკების შეცვლითაც შემოიფარგლოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები