44 მილიარდ დოლარად ილონ მასკის მიერ კომპანიის შეძენის შემდეგ, Twitter-ის მდგომარეობა დრამატულად გაუარესდა. თანამშრომლების 70%-ის განთავისუფლებისა და სოციალური ქსელის შიდა წესდების ცვლილების გამო, მსხვილმა კომპანიებმა Twitter-თან თანამშრომლობა შეწყვიტეს. მოგეხსენებათ, სოციალური ქსელის შემოსავლის ძირითად წყაროს სარეკლამო განთავსებები წარმოადგენს, რეკლამების რაოდენობის განახევრებამ კი Twitter-ის შემოსავლების შემცირება გამოიწვია.
ილონ მასკის განცხადებით, ამჟამად კომპანია ზარალზე მუშაობს, ამიტომაც ახალი და მასშტაბური პროექტების განხორციელების ფუფუნება Twitter-ს არ აქვს.
უნდა აღინიშნოს, რომ Twitter-ის დაღმასვლის პროცესი განსაკუთრებით დაჩქარდა ბაზარზე ახალი სოციალური ქსელის, Threads-ის გამოჩენის შემდეგ. Meta-ს მიერ შექმნილი სოციალური ქსელი ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ პლატფორმად იქცა, რომელმაც 100 მილიონი მომხმარებლის დაგროვება სულ რაღაც 5 დღეში შეძლო.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.