Twitter-ის მფლობელისა და ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, უახლოეს მომავალში სოციალურ ქსელს ახალი ფუნქციური შესაძლებლობები დაემატება, კერძოდ, აუდიო და ვიდეო ზარები.
Twitter-ის მომხმარებლები ერთმანეთთან დარეკვას პირდაპირ სოციალური ქსელის მეშვეობით შეძლებენ, ნებისმიერი მოწყობილობის საშუალებით, ისევე როგორც ეს Messenger-ის შემთხვევაშია შესაძლებელი.
გარდა ზარებისა, ილონ მასკი Twitter-ზე დაშიფრული საკომუნიკაციო არხის დამატებასაც გეგმავს, რაც სოციალურ ქსელს WhatsApp-ის, Signal-ისა და Telegram-ის კონკურენტად აქცევს.
დაშიფრული საკომუნიკაციო პლატფორმის აუცილებლობაზე საუბრისას ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია Meta-ს ნდობა არ შეიძლება, Signal-ის და Telegram-ის მონაცემთა ბაზები კი აშშ-ში არ არის ბაზირებული, ამიტომაც Twitter-ის მესიჯინგ პლატფორმა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო და დაცული იქნება.