მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თხილის მოსავალი 5-წლიან მაქსიმუმზეა

BM.GE
27.11.20 08:47
572
თხილის მოსავალიც და ფასიც ბოლო 5 წლის მაქსიმუმზეა. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წელს 10 848 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 57.2 მლნ დოლარი შეადგინა. სექტორის მსხვილი მოთამაშეები BM.GE-სთან თხილის ექსპორტის ზრდას ძირითადად ფაროსანას პრობლემის მოგვარებას უკავშირებენ.
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები