მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტყავის აქსესუარების ბრენდი „ჯულსი“ ექსპორტზე გადის

ჯულსი

ტყავის აქსესუარების ბრენდი „ჯულსი“ 2024 წლის ზაფხულისთვის ექსპორტზე იტალიაში გავა. ამის შესახებ „ქალების ნარატივის“ ეთერში ბრენდის დამფუძნებელმა, ჯულიეტა ადანაიამ განაცხადა.

„ბიზნესის პანდემიის დროს, 50 ლარით დავიწყე. ვაწარმოებ ტყავის აქსესუარებს ოჯახის ყველა წევრისთვის და ძირითადად ჩვენი პროდუქცია ონლაინ რეალიზდება, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის საზღვრებსაც გავცდეთ. უკვე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები იტალიასთან და ვფიქრობთ წარმოების 30 %-ს ზაფხულისთვის ექსპორტზეც გავიტანთ.“ - განაცხადა ჯულიეტა ადანაიამ.

„ჯულსი“ მომხმარებლებს 100-მდე დასახელების დახვეწილ და ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანზე მორგებული სტილის ტყავის აქსესუარებს სთავაზობს, რომელთა ფასები 50 ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს და დამოკიდებულია პროდუქციის შექმნის სირთულესა და ექსკლუზიურობაზე.

ბრენდის დამფუძნებლისთვის ეს საქმიანობა მხოლოდ ბიზნესს არ წარმოადგენს, ეს მისთვის ერთგვარი არტ თერაპიაა.

„თითოეული ნივთის შექმნა ჩემთვის ხელოვნებაა, ამიტომაც ტურისტებისთვის და არამარტო, ჩემს სახელოსნოში სასიამოვნო, მშვიდ გარემოში, ჭიქა ღვინოსთან ერთად ვატარებ მასტერკლასებს და ტრენინგებს, ვუზიარებ მათ ცოდნასა და გამოცდილებას.“ - აღნიშნავს ჯულიეტა ადანაია.

„ჯულსის“ სასწავლო ტრენინგები მოიცავს ტყავის პროდუქციის დამზადების სწავლებას, ბიზნეს გეგმის შედგენას, ფინანსების განკარგვის შესწავლას და ა.შ. პროგრამის ხანგრძლივობა ერთი თვეა, რომლის ღირებულებაც 600 ლარს შეადგენს. ამ ეტაპისთვის ბრენდის დამფუძნებელმა უკვე გადაამზადა 50 ადამიანი, რომლის 90% ქალია.

შეგახსენებთ, ბრენდი „ჯულსი“ 3 წლის წინ გამოჩნდა ბაზარზე, რომელიც პროდუქციის რეალიზებას ონლაინ ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები