მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტყეში განთავსებულ ხის კოტეჯებზე მოთხოვნა ტურისტების მხრიდან იზრდება” - “ფიჭვის ძირში”

635e6199753bd
ლიკა გურაბანიძე
31.10.22 00:00
921
ტურისტების მხრიდან ტყეში განთავსებული ხის კოტეჯების დაქირავებაზე, ასევე მცირე ზომის დახურულ სივრცეებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ამის შესახებ ყაზბეგში მდებარე კომპანიის “ფიჭვის ძირში” დამფუძნებელი გიორგი სუჯაშვილი აღნიშნავს. მისი თქმით, მოთხოვნა ადგილობრივებზე მეტად უცხოელი ტურისტების მხრიდანაა. ამის მიზეზი კი, ერთი მხრივ, ქვეყანაში შემომსვლელი სტუმრებისგან სხვადასხვა ადგილების მიმართ დიდი ინტერესი, ხოლო, მეორე მხრივ, კოტეჯში ერთი, ან რამდენიმე ღამით განსათავსებლად საჭირო ხარჯებია, რისი გადახდისგანაც ქართველი ტურისტები თავს იკავებენ, უცხოელებს კი უღირთ. სუჯაშვილის თქმითვე, მათ კოტეჯებს მიმდინარე წლის ზაფხულში ძირითადად არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან მასპინძლობდნენ.

“არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან წელს ინტერესი დიდი იყო, მიზეზი კი იქ ჩვენი ქვეყნის გაზრდილი ცნობადობაა, ასევე ის, რომ მათ მსგავსი ეგზოტიკური ტურები ხიბლავთ. არაბებთან ერთად რუსეთის ბაზარი შემიძლია გამოვყო, ასევე ევროპა, თუმცა ყველაზე დიდი მოთხოვნა მაინც არაბებისგან რჩება, რადგან ოჯახებით მოდიან და ურჩევნიათ გარემო შეიქმნან, სადაც ყველაფერს თავად გაამზადებენ, მათ შორის ტრადიციულ კერძებსაც, ამას კი სასტუმროში ვერ გააკეთებენ", - განმარტა მან.

კომპანიას “ფიჭვის ძირში” ამჟამად ორი კოტეჯი აქვს და თითო კოტეჯში ერთი ღამით დარჩენა 250 ლარი ღირს. მომსახურების ფასს ამ ეტაპზე კომპანიის დამფუძნებელი ინარჩუნებს, თუმცა მომავალი წლიდან ბიზნესის გაფართოებას აპირებს და ზაფხულიდან ფასის მატებაც 300 ლარამდე იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები