მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტყის ხანძრების ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა - სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს

ცეცხლი

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ტყის ხანძრის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წერს, რომ ხანძრის კერის გაჩენის შესაძლო მიზეზად ადამიანთა დაუდევრობა განიხილება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების წესები - დაემორჩილონ ტყეში გადაადგილების და ქცევის დადგენილ რეგულაციებს.

"ნებისმიერი დაუდევრობა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რაც ტყეში ხანძრის გაჩენის მიზეზი გახდება, გამოიწვევს დაჯარიმებას. ცეცხლის გაჩენით მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, საქმეს შესაძლოა, სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიენიჭოს", - წერს სამინისტრო.

უწყების ცნობით, ცეცხლის წაკიდებით ტყის განადგურებას, კანონი 4-დან 8- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამწუხარო ფაქტია, რომ ტყის ხანძრების გამომწვევი ძირითადი მიზეზი, სტატისტიკის მიხედვით, სწორედ ადამიანის დაუდევრობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები