მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UAE-სთან თავისუფალ ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ, 10-მილიონიანი ბაზარი გაიხსნება - მინისტრის მოადგილე

არაბთა გაერთიანებული საამიროები

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მესამე დასკვნითი რაუნდი მიმდინარეობს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებზე იმსჯელა.

„საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ გააცნო დეპუტატებს. მისი თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველო თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ისარგებლებს. საქართველოსთვის გაიხსნება 10-მილიონიანი მსყიდველობითუნარიან ბაზარი.

სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტი)“ წარადგინა. მისი თქმით, პროექტის ღირებულებაა 26 მლნ ევრო, აქედან 22 მლნ არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან სესხი, ხოლო დანარჩენი - კლიმატის მწვანე ფონდიდან გამოყოფილი თანხა. მისივე თქმით, თანხა გადაეცემა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას.

დღესვე, გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს წარუდგინა „2018 წლის 5 იანვრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)“ N2 ცვლილების შეთანხმება“. მისი თქმით, ენერგოუსაფრთხოების სისტემების რეაბილიტაციისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 28 მლნ ევროს გამოყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები