"ტოიოტას" პრემიუმ ბრენდის ახალი მოდელი - იაპონურმა Lexus-მა კომფორტული ყველგანმავლის, Lexus GX-ის უახლესი მოდელი წარმოადგინა. მას შემდეგ,Lexus GX-მა რამდენიმე თაობა გამოიცვალა, დაიხვეწა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი მომხმარებელი იპოვა — ადამიანი, რომელსაც ავტომობილში, ძირითადად, კომფორტი, გამძლეობა და მაღალტექნოლოგიურობა მოსწონს, მაგრამ, არც ფიზიკურად და სულიერად დატვირთულ ოფროუდზე ამბობს უარს. როგორც ჩანს, ასეთი ადამიანი არც თუ ისე ცოტაა, რაზედაც წლების განმავლობაში გლობალურად გაყიდული 600,000-მდე Lexus GX მიუთითებს.