მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უახლოეს საათებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი - გარემოს ეროვნული სააგენტო

ელჭექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს საათებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი.

კერძოდ, დღეს, 10 ივლისს, უახლოესი საათებიდან გვიან ღამემდე, დასავლეთ საქართველოს მთიან და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები