მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოს ეროვნული სააგენტო შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ ჩამოშლილ კლდის მასაზე ინფორმაციას ავრცელებს

დსდ
BM. GE
27.08.23 19:58
44

გარემოს ეროვნული სააგენტო შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ ჩამოშლილ კლდის მასაზე ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს  გეოლოგების ჯგუფი შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ იმყოფება და  განვითარებულ კლდის მასის ჩამოშლის პროცესებს ადგილზე აფასებს.

"პირველადი შეფასებით შიო მღვიმის მონასტრის ჩრდილოეთით, ციცაბოდ დახრილ ფერდობზე ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შემადგენლობის მასის (ქვიშა-ქვები, კონგლომერატები) მყისიერ ჩამოშლას.  ჩამოშლილი მასა განიტვირთა მიმდებარედ არსებულ ხევში. 

ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური. უმოკლეს პერიოდში, აღნიშნულ ლოკაციაზე განხორციელდება დამატებითი  გეოლოგიური კვლევები", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები