მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უამინდობის შედეგი ბიზნესს მომდევნო 1,5 წელი გაჰყვება - ვატო ასათაშვილი ზამთრის კურორტებზე

63ea0ebf6d227
თათია ჩაფიჩაძე
13.02.23 21:50
1207
წლევანდელი ზამთრის სეზონი უამინდობის გამო საკმაოდ რთულია. როგორც “ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ვატო ასათაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ჯავშნები ყველა კურორტზე მასობრივად უქმდება, დამსვენებლები კი უმეტესად რუსი მიგრანტები არიან, რომლებიც ბინებს ფლობენ ან გრძელვადიანად ქირაობენ.

„მთლიანად საქართველოში არცთუ ისე სახარბიელო სიტუაციაა კლიმატური პირობების გამო, უთოვლობამ ჯავშნების გაუქმება გამოიწია, დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია, როგორც მახსოვს 2010 წელს გვქონდა. ნაწილი კურორტებისა წელს უფრო სამხრეთ დასავლეთით მუშაობდა. გუდაური გათოვლიანების სისტემის ხარჯზე რუსეთიდან და უკრაინიდან ჩასული მიგრანტებს რომლებიც ან ბინებს ფლობენ ან გრძელვადიან აქვთ ნაქირავები, მათ ასე თუ ისე მოემსახურა. ფაქტობრივად მხოლოდ ტრასაზე იყო თოვლი და სადღაც ერთი კვირაა, რაც პირველი ნორმალური თოვლი მოვიდა, უკმარისობა ყველგან შეინიშნება. ბაკურიანში საერთოდ საბაგიროებიც არ იყო გახსნილი.

ანალოგიური სიტუაციაა მესტიაშიც, დიდი ობიექტები მუშაობენ, ამიტომ მინიმალურ შემოსავლებზე გავლენ თუმცა ჯავშნების გაუქმებების ტენდენცია დიდია. ზამთრის კურორტებისთვის მნიშვნელოვანია დინამიკური თოვა გრძელ ვადაში ნოემბრიდან იანვრის ბოლომდე, რომ არსებობდეს ე.წ. თოვლის ბაზა. ახლა რომც მოვიდეს, სეზონი ისე ვერ გაგრძელდება, ათასი პრობლემა ემატება, ზვავსაშიშროება, კომუნიკაციები და ა.შ. ზოგადად პოსტპანდემიურ პერიოდში სურათი უკეთესი იქნება, ვიდრე იყო შარშან და შარშანწინ, თუმცა, ეს ბიზნესს უამინდობის შედეგი მომდევნო 1,5 წელი მაინც გაჰყვება.

შაბათ-კვირაა უფრო აქტიურობა ძირითადად ადგილობრივების ხარჯზე, ჭარბობს მეზობელი ქვეყნებიდან ვიზიტორები. შორეული ქვეყნებიდან თუნდაც ტრადიციულიდან არის რაღაც რაოდენობა თუმცა, მცირე. ახალი თოვლი ალბათ რაღაც რაოდენობით მოიზიდავს სტუმრებს, თუმცა პროგნოზი თოვლის თვალსაზრისით არ ჩანს კარგი, ამიტომ საკმაოდ რთული სეზონი იქნება", - განაცხადა ასათაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები