Uber-ის თანამდამფუძნებელმა და ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ტრევის კალანიკმა, რომელიც მილიარდერების გლობალურ რეიტინგში 298-ეა $3.2 მლრდ დოლარით, გასულ კვირას კომპანიაში საკუთარი აქციების მეხუთედი დაახლოებით, 547 მილიონ დოლარად გაყიდა.
როგორც Uber-ის მიერ აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიისადმი გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, კალანიკმა 20 მილიონზე მეტი აქცია გაასხვისა, რაც დაახლოებით, მისი მთლიანი წილის 20%-ს შეადგენს.
ამ დროისთვის Uber-ის თანამდამფუძნებელი და ყოფილი CEO კიდევ 75.4 მილიონ აქციას ფლობს. აღსანიშნავია, რომ პარასკევს ვაჭრობის დახურვისას, Uber-ის ერთი აქცია 27.02 დოლარი ღირდა, რაც ნიშნავს იმას, რომ კალანიკის დარჩენილი მთლიანი აქციების ღირებულება 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია.
ტრევის კალანიკი Uber-ის დირექტორის პოსტიდან 2017 წელს გადადგა, თუმცა Wall Street Journal–ის ინფორმაციით, ის ტექნოლოგიური გიგანტის დირექტორთა საბჭოში ისევ რჩება.




























