კომპანია Uber-მა თვითმართვადი ავტომობილების სტარტაპ Nuro-ში თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ Reuters-ს საკითხში ჩახედულმა ორმა წყარომ განუცხადა, რითაც კომერციული რობოტაქსების განვითარებაში Uber-ის მხრიდან ჩადებული მსხვილი ინვესტიციის მასშტაბები გაასაჯაროვეს.
წლების განმავლობაში არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რობოტაქსების ინდუსტრიაში განვითარების, ტესტირებისა და ადრეული კომერციული დანერგვის პროცესი ხელახლა აჩქარდა. ამ მიმართულებას ლიდერობენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Tesla, Alphabet-ის Waymo და Amazon-ის Zoox-ი.
Uber-ი ამ განვითარებად ინდუსტრიაში პოზიციონირებს და ავტონომიური (უპილოტო) მანქანების მრავალ კომპანიასთან პარტნიორობს. მათ შორისაა ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Baidu, აშშ-ის ელექტრომობილების მწარმოებელი Rivian-ი და ბრიტანული სტარტაპი Wayve. აშშ-ის ზოგიერთ ქალაქში ის Waymo-სთანაც თანამშრომლობს.
Uber-ის ერთ-ერთი ვალდებულებ Nuro-სა და ელექტრომობილების მწარმოებელ შვილობილ კომპანია Lucid-თან სამმხრივი პარტნიორობაა, რათა ბაზარზე 35 000 რობოტაქსი გამოუშვან. პროექტში Lucid-ის Gravity SUV-ები (კროსოვერები) და საშუალო ზომის ავტომობილები, Nuro-ს ტექნოლოგია და Uber-ის პლატფორმა გამოიყენება.
Uber-ის მხრიდან Nuro-ში ჩადებული ფინანსური ვალდებულების ზომა და დეტალები მანამდე არ გახმაურებულა. ეს ფაქტი კომპანიებს შორის ფინანსური კავშირების სრულ მასშტაბებს აჩვენებს.


















