მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Uber-ისთვის 50,000-მდე რობოტაქსს Rivian Auto შექმნის

rivian

ტრანსპორტირების და ტაქსის სერვისების გიგანტმა, Uber-მა და ელექტრომობილების მწარმოებელმა Rivian-მა სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს. შეთანხმების თანახმად, Uber-ი Rivian-ში 2031 წლამდე $1.25 მილიარდამდე ინვესტიციას განახორციელებს.

პარტნიორობის მთავარი მიზანი Uber-ის აპლიკაციისთვის Rivian R2-ის ბაზაზე შექმნილი 50,000 რობოტაქსის გამოშვებაა. პირველ ეტაპზე Uber-ი 10,000 სრულად ავტონომიურ ავტომობილს შეიძენს, ხოლო დანარჩენი 40,000 ერთეულის გამოსყიდვის შესაძლებლობას 2030 წლიდან გამოიყენებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რობოტაქსების კომერციული ექსპლუატაცია 2028 წელს სან-ფრანცისკოსა და მაიამიში დაიწყება, 2031 წლისთვის კი სერვისი აშშ-ის, კანადისა და ევროპის 25 ქალაქში გავრცელდება.

ანალიტიკოსების აზრით, ეს გარიგება რობოტაქსების ბაზარზე Uber-ისთვის Waymo-სა და Tesla-სთან კონკურენციაში მნიშვნელოვანი უპირატესობა იქნება. Rivian-ისთვის კი $1.25-მილიარდიანი ინვესტიცია ფინანსურ სტაბილურობასა და მასშტაბურ წარმოებაზე გადასვლის შესაძლებლობას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები