მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Uber-ს ახალი ფინანსური დირექტორი ჰყავს - რატომ შეარჩია აღმასრულებელმა საბჭომ ბალაჯი კრიშნამურტი?

ბალაჯი კრიშნამურტი

ტაქსისა და მიწოდების სერვისების ამერიკულ კომპანია Uber Technologies-ს ახალი ფინანსური დირექტორი ჰყავს. აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, პოსტზე ბალაჯი კრიშნამურტი დაინიშნება და ის უფლებამოსილების შესრულებას 16 თებერვლიდან შეუდგება.

არსებული ინფორმაციით, კრიშნამურტი კომპანიაში 6 წელია მუშაობს და ის Uber-ის უპილოტო ტრანსპორტირების სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ არქიტექტორად მიიჩნევა. ის პოსტზე პარაშანტ მაჰენდრა-რაჯას ჩაანაცვლებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, კრიშნამუტის დანიშვნით კომპანია ახალ ბიზნეს მოდელზე გადასვლას და გლობალურ პლატფორმად ჩამოყალიბებას საბოლოოდ დაასრულებს. ახალი CFO-ს დანიშვნასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება უკვე გააჟღერა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარა ხოსროვშაჰმაც. მან კრიშნამურტი ბრწყინვალე სტრატეგად მოიხსენია და თქვა, რომ ინვესტორებს მისდამი განსაკუთრებული ნდობა აქვთ. იმ ფონზე, როცა Uber-ი 2026 წლის ბოლომდე უპოლოტო ტაქსის სერვისის მსოფლიოს 15 ქალაქში დანერგვას გეგმავს, კრიშნამურტის არჩევა ფინანსურ ხელმძღვანელად აღმასრულებელ დირექტორს სწორ და დროულ გადაწყვეტილებად მიაჩნია.

აღსანიშნავია, რომ ახალი ფინანსური დირექტორის არჩევას წინ უძღოდა 2025 წლის მეოთხე კვარტალის რეკორდული შედეგები. გასული წლის ბოლო სამ თვეში Uber-ის შემოსავალმა $14.4 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო მომხმარებელთა რაოდენობა 200 მილიონამდე გაიზარდა. მართალია, 2026 წლის კვარტალთან დაკავშირებული სკეპტიკური მოლოდინების გამო კომპანიის აქციების ფასი 6%-ით შემცირდა, თუმცა აღმასრულებელ საბჭოში მიიჩნევენ, რომ კრიშნამურტის დანიშვნა გრძელვადიანად მნიშვნელოვან ზრდას მოუტანს კომპანიას. შეგახსენებთ, სწორედ ახალი CFO-ს დასახული გეგმის ნაწილია 2029 წლამდე Uber-ის უპილოტო ტრანსპორტის გლობალური ბაზრის დომინანტად ქცევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები