მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილი ჯარიმების რაოდენობა შემცირდა

ავტობუსი

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების იანვარ-აგვისტოს ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის გამო დაწერილი ჯარიმების რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირებულია.

ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის 8 თვეში მუნიციპალიტეტმა უბილეთო მგზავრობიდან სულ 2,312,800 ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 11.5%-ით ნაკლებია.

უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს, შესაბამისად ჯარიმების შესრულება ნიშნავს, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მუნიციპალურმა კონტროლიორებმა 116,000-მდე ჯარიმა დაწერეს, რაც წინა წელთან შედარებით 15 ათასი ჯარიმით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები