მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმების რაოდენობა გაიზარდა - რამდენი ჯარიმა დაიწერა 2023 წელს?

მგზავრობა
20.01.24 16:36
2599

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების 12 თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის გამო დაწერილი ჯარიმების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია.

ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის 12 თვეში მუნიციპალიტეტმა უბილეთო მგზავრობიდან სულ 3,591,097 ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 57%-ით მეტია.

უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს, შესაბამისად ჯარიმების შესრულება ნიშნავს, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მუნიციპალურმა კონტროლიორებმა 184,000-მდე ჯარიმა დაწერეს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანახმად, ავტობუსებით ყოველდღიურად 350 ათასი ადამიანი გადაადგილდება, შესაბამისად გასულ წელს დაწერილი ჯარიმების რაოდენობა არის ერთ დღეში ავტობუსის მომხმარებელთა რაოდენობის დაახლოებით 50%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები