მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება - რამდენი ადამიანი ჯარიმდება?

სდასდ

უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მოწოდებული სტატისტიკა გვიჩვენებს, რომელიც Bm.ge-მ გამოითხოვა.

კომპანიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში 4 წლის მონაცემებია მოცემული, სადაც მათ შორის მგზავრების მიერ გასაჩივრებული ჯარიმების შესახებაც წერია.

კერძოდ, 2020 წელს შედგენილი იქნა 5 547 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, საიდანაც გასაჩივრდა 377 და დაკმაყოფილდა 27.

2021 წელს შედგენილი იქნა 10 343 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, საიდანაც გასაჩივრდა 133, დაკმაყოფილდა 49;

2022 წელს შედგენილი იქნა 105 752 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, საიდანაც გასაჩივრდა 1 703, დაკმაყოფილდა 586;

რაც შეეხება 2023 წელს, სტატისტიკა მოცემულია მიმდინარე წლის 1 ივლისამდე და ამ პერიოდში შედგენილი იქნა 86 706 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, საიდანაც გასაჩივრდა 1 170, საიდანაც მხოლოდ 345 დაკმაყოფილდა.

შეგახსენებთ: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის 20-81 დადგენილების მე-3 მუხლის საფუძველზე, სამგზავრო პლასტიკური ბარათით ან გადახდის სხვა საშუალებით მგზავრობის ტარიფის/ფასის გადახდის შემდეგ, მგზავრობის ტარიფის/ფასის გადახდის ფუნქციის მქონე ბარათის ან გადახდის სხვა საშუალების მფლობელი უფლებამოსილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული, მომხმარებლის ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული: ავტობუსებით, მეტროთი და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ უფასოდ იმგზავროს 90 წუთის განმავლობაში ულიმიტოდ იმ პირობით, რომ აღნიშნულ დროში ყოველი მგზავრობის დაწყებისას იღებს სამგზავრო ბილეთს (რომელიც ამ პერიოდში უფასოა) მისი ბარათით ან გადახდის სხვა საშუალებით. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები