საარჩევნო უბნების დახურვიდან 9 საათი გავიდა, მაგრამ ცესკო-ს ჯერ არჩევნების პირველადი შედეგები არ გამოუქვეყნებია.
საქმე ის არის, რომ როგორც ცესკო-ს პრეს-სპიკერმა ბოლო საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, 2014 და 2017 წლებში ჩატარებული არჩევნებისას პირველადი მონაცემების გამოქვეყნების სტატისტიკა და ზოგადად, გასული წლების გამოცდილება აჩვენებდა, რომ პირველადი წინასწარი მონაცემების გამოსაქვეყნებლად ოპტიმალური დრო საარჩევნო უბნების დახურვიდან 7-8 საათია.
ამ დრისთვის უცნობია როდის გაიმართება ცესკო-ში ბრიფინგი.
ცნობისთვის: 20:00 საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 1 815 776-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.92%-ია.