"ოცნების" მთავრობის განკარგულებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, სახელმწიფო დაცვა კიდევ ერთი წლით გაუგრძელდა. გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე [23 იანვარს] შევიდა, თუმცა მისი მოქმედება 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე ვრცელდება.
განკარგულების თანახმად, კალანდარიშვილის მიმართ სახელმწიფო დაცვის ღონისძიებები გაგრძელდება 2027 წლის 1 იანვრამდე. დოკუმენტში მითითებულია, რომ დაცვა დაინიშნა „შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე“.
დაცვის პროცესს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (სდსს) უზრუნველყოფს, სახელმწიფო დაცვის სტანდარტების შესაბამისად.
დაცვის დანიშვნის როგორც წინა ასევე ამ განკარგულებაშიც წერია, რომ "საჭიროების გასვლამდე" ინიშნება.
გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს 2021 წლიდან ხელმძღვანელობს.




























