ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაიამ პოსტი დატოვა. როგორც bm.ge-ის თავად ბარკალაიამ უთხრა, ის საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს.
კითხვას - რა იყო თანამდებობის დატოვების მიზეზი, ბარკალაია პასუხობს: „ჩემი შემდგომი კარიერის განვითარება. საქმიანობას 1-ელი მარტიდან საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ექსპერტთა ჯგუფში გავაგრძელებ"
მისი თქმით, უკვე მეათე წელია საჯარო სამსახურშია, ხოლო მანამდე საერთაშორისო მიმართულებით მუშაობდა და გადაწყვიტა, ძველ საქმიანობას დაუბრუნდეს.
„მინისტრისგან იყო შემოთავაზება, ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა, უბრალოდ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე ჩემთვის და ჩემი კარიერისთვის ასე უკეთესი იქნებოდა“, - განაცხადა ბარკალაიამ.