მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უცნობია, საით მიმართავს მთავრობა გიდების მხადასაჭერად გამოყოფილ თანხებს"

5ed1fe05762a2
ანუკა ჯოხაძე
30.05.20 10:26
1300
კორონავირუსის პანდემიის შედეგად მთავრობის მიერ შემუშავებული ტურიზმის პოსტკრიზისული გეგმა ტურიზმის მხარდაჭერისთვის 200 მილიონი ლარის დახმარებას ითვალისწინებს. აქედან გიდებსა და ტურისტულ კომპანიებზე 5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თუმცა, ამ დრომდე არ არის ცნობილი საით მიიმართება ეს თანხა. აღნიშნულის შესახებ არ ფლობენ ინფორმაციას არც თავად გიდები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტულ გეგმას ელოდებიან.

სულხან წულუკიძე - სერთიფიცირებული გიდი: “ტურისტულ კომპანიებზე და გიდებზე იყო გამოყოფილი 5 მილიონი ლარი. არ ვიცით ჯერ-ჯერობით ეს თანხა რას მოხმარდება. შეიძლება მთავრობა ინახავს რაღაც კარგი იდეისთვის, შეიძლება არა ან უკვე გამოყენებული აქვს თანხა”.

გიორგი დარციმელია - სერთიფიცირებული გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი: “5 მილიონი როგორც თქვენ იცით, ისე ვიცით ჩვენც პრესიდან, რომ გამოყოფილი და განსაზღვრულია გიდებისათვის, მაგრამ რაში უნდა გაიხარჯოს ეს 5 მილიონი და რა არის მისი ქვეპუნქტები ეს ჩვენვისაც ცნობილი არ არის. ჩვენც დიდი ინტერესით ველოდებით რა იქნება გათვალისწინებული”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები