მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელები ჩინეთში შესვლას covid-19-ის ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეძლებენ

5f16e1dd22309
ნათია თაქთაქიშვილი
21.07.20 17:25
793
უცხოელ ტურისტებს ჩინეთში შესვლა მხოლოდ COVID-19-ის ტესტზე უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთში მიმავალი მგზავრებისთვის, თვითმფრინავში ჩასხდომამდე ტესტის პასუხების წარდგენა სავალდებულო იქნება. ახალი რეგულაციების გათვალისწინებით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ ტესტირება ფრენამდე ხუთი დღის ვადაში უნდა ჩაიტაროს.

ამასთან, ტესტირება ჩინეთის საელჩოების მიერ აღიარებულ დაწესებულებებში უნდა ჩატარდეს.

BBC წერს, რომ ჩინეთის მთავრობამ ახალი რეგულაციები საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენის ფონზე COVID-19-ის ხელახლა გავრცელების რისკის შესამცირებლად დააწესა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები