მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოენოვანი პედაგოგები ძალიან დაფასდნენ... მათმა ანაზღაურებამ აიწია - კერძო სკოლა

64b022baed76f
მარიამ იზორია
14.07.23 00:04
725
"თიბისი კაპიტალის" კვლევის მიხედვით, კერძო სკოლებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას კვალიფიციური კადრების პოვნა და მათთან თანამშრომლობა წარმოადგენს. მიმოხილვის მიხედვით, გარდა ბაზარზე კვალიფიციური კადრების სიმცირისა, კერძო სკოლებისთვის გართულდა კონკურენციის გაწევა საჯარო სკოლების მიერ გაცემულ შრომის ანაზღაურებასთან, რომელიც მასწავლებლებს თავიანთი სტატუსის შესაბამისად მნიშვნელოვნად გაზრდილ ხელფასს სთავაზობს.

ჩვენი რესპოდენტები ამბობენ, რომ კადრების დეფიციტი მსგავსად ყველა სხვა სექტორისა განათლების სექტორშიც არსებობს, თუმცა ისინი ცდილობენ ამ პრობლემას კადრების გადამზადებით გაუმკლავდნენ.

“გიმნაზია შავნაბადას” დამფუძნებელი ავთანდილ აბდუშელიშვილი bm.ge-სთან განმარტავს, რომ ანაზღაურების კუთხით, საჯარო სკოლებთან კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას ახერხებენ და კონკურენცია უჭირთ ისეთ სკოლებს, სადაც სწავლის საფასური საშუალოზე დაბალია.

“მსმენია ისეთ სკოლებზეც, რომლებიც ვერ ქმნიან კონკურენციას, ეს დამოკიდებულია გადახდაზე, რადგან სკოლებს, სადაც დაბალი გადასახადია, ანუ იმაზე დაბალი ვიდრე საშუალო სტატისტიკით არის აღიარებული ფიზიკურად უჭირთ საჯარო სკოლებთან კონკურენციაში შესვლა” - აღნიშნავს “გიმნაზია შავნაბადას” დამფუძნებელი.

სკოლა “იუჯის” ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ყვება, რომ ქვეყანაში საერთაშორისო სკოლების შემოსვლამ კერძო სკოლების მასწავლებების ანაზღაურება აწია.

“საქართველოში ბევრი საერთაშორისო სკოლა გაიხსნა. უცხოენოვანი პედაგოგები ძალიან დაფასდა. ბრილიანტია ინგლისურენოვანი პედაგოგი, რომელსაც ფიზიკის და ბიოლოგიის სწავლება შეუძლია, იმდენად იშვიათია და სკოლებს იმდენად დიდი კონკურენცია გვაქვს ერთმანეთში, რომ მათმა ანაზღაურებამ ძალიან აიწია” - ამბობს თინათინ თოფურია.

ინფორმაციისთვის: კერძო სკოლებზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის მიერ შექმნილი გამოწვევების, მაღალი ფიქსირებული ხარჯებისა და მაღალი კონკურენციის პირობებში, ზოგიერთმა კერძო სკოლამ ბაზარი დატოვა ან შეუერთდა სხვა სკოლას, რამაც საერთო ჯამში კერძო სკოლების რაოდენობის შემცირება გამოიწვია. 2018 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, კერძო სკოლების წილი სკოლების ჯამურ რაოდენობაში სტაბილურად 10%-ს შეადგენდა, ხოლო 2022 წელს 9%-მდე შემცირდა.

რაც შეეხება კერძო სკოლების ფინანსური ანგარიშგებებს, მათი შემოსავლები მნიშვნელოვნად იზრდებოდა 2018-2021 წლებში. 2021 წლის ბოლოსთვის, ჯამურმა წლიურმა შემოსავალმა 176 მილიონ ლარს მიაღწია. კერძო სკოლების წმინდა მოგების მარჟა 2020 წელს 13%-დან 10%-მდე შემცირდა, 2021 წელს კი 18%-ს დაუბრუნდა.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები