მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უცხოური ინვესტიციები საქართველოს წყალივით სჭირდება, ისე ვერ განვითარდება“ - პაატა ღაძაძე

640b400abb514
თინათინ ნატმელაძე
10.03.23 18:45
843
„უცხოური ინვესტიციები საქართველოს ჰაერივით, წყალივით სჭირდება. ფულად, კერძო ინვესტიციაზეა საუბარი, სხვანაირად ქვეყანა ვერ განვითარდება“, - განაცხადა „თიბისი დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა, პაატა ღაძაძემ BM.GE-სთან და იმ მექანიზმებზე ისაუბრა, რომლითაც უცხოური ინვესტიციების მოზიდვაა შესაძლებელი.

მისი თქმით, უცხოური ინვესტიციები მიდის იქ, სადაც არის სტაბილურობა, მშვიდობა და ადეკვატური საკანონმდებლო ბაზა.

„ინვესტიციების მოზიდვა რაღაც ფორმით არის ხელისუფლების გასაკეთებელი, მეორე კუთხით კი ბიზნესისა და ინდივიდების. აქ ერთგვარი ჰარმონიაა საჭირო, ყველას თავის კონტრიბუცია აქვს შესატანი, როგორც საკანონმდებლო ბაზის შექმნაში, ისე სხვა საკითხებშიც.

საჭიროა საკუთრების შესაბამისი დაცულობა, ადამიანის ხელშეუხებლობა, პიროვნების თავისუფლების ხელშეუხებლობა, ნაკლები ბარიერები, როგორც ბიზნესის შექმნის, ისე შემდგომში მისი განვითარების პროცესში, - ასე მოდის ინვესტიციები, უცხოურიც და ადგილობრივიც“, - განაცხადა პაატა ღაძაძემ.

„თიბისი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ამ პროცესში არსებული რესურსების მაქსიმალურად გამოყენება და სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„რაც გვაქვს, მინერალური, საკურორტო, ტურიზმის, ღვინის თუ კულტურული ყველა რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. მე განსაკუთრებით ხაზს გავუსვამდი ახალ ტექნოლოგიებს, რადგან აქ საქართველოს დიდი შესაძლებლობები აქვს.

აუცილებელია ინფრასტრუქტურის - გზების, ხიდების, გვირაბების, ენერგეტიკის, კავშირ გაბმულობის სისტემის, პორტებისა და მგზართნაკადებისათვის უსაფრთხოების სისტემის შექმნა, - აი ამაზეა მთავარი აქცენტი გასაკეთებელი.

შესაძლოა, უცხოური ინვესტიციები დუბაისთვის ან აღმოსავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი არაა, მაგრამ ჩვენთვის ამას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს“, - განმარტავს „თიბისი დაზღვევის“ დირექტორი.

პაატა ღაძაძე ასევე აღნიშნავს, რომ ყველანაირი მოცულობის ინვესტიცია, თუნდაც 1-2 მილიონიანი, ერთნაირად საჭიროა ქვეყნის განვითარებისთვის, ხოლო რაც შეეხება სახელმწიფო დახმარებებს, ამ კუთხითაც საჭიროა ახალი კონტაქტების მოძიება და გაფართოება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები