რუსეთ-უკრაინის ომი ბოლო წლების და შეიძლება ითქვას, ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენაა, რომელმაც გავლენა გლობალური ეკონომიკის აბსოლუტურად ყველა სფეროზე იქონია. ერთი ინდუსტრია, რომელიც ომის ფონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა - გლობალური სამხედრო ინდუსტრიაა, რომელიც მოიაზრებს, როგორც სამხედრო სისტემებისა და იარაღის წარმოებას, ასევე ჯარისკაცების რაოდენობისა და სახელმწიფო სამხედრო ბიუჯეტების გაზრდას.
სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევითი ინსტიტუტის დათვლებით, გასულ წელს გლობალური სამხედრო დანახარჯები 3.7%-ით გაიზარდა და რეკორდული 2 ტრილიონ 240 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც უდიდესი ზრდაა, რომელიც 2010 წლის შემდეგ დაფიქსირდა.
სამხედრო ბიუჯეტების მოცულობამ განსაკუთრებით მკვეთრად ევროპაში იმატა, სადაც ზრდის მაჩვენებელი 13% იყო. ამასთან, სამხედრო ბიუჯეტი კიდევ უფრო მკვეთრად მოაბილიზეს რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებმა - პოლონეთმა, ესტონეთმა და ლატვიამ.
ქვეყნები ყველაზე დიდი სამხედრო ბიუჯეტით:
1. აშშ - $877 მლრდ (გლობალურის 39%)
2. ჩინეთი - $292 მლრდ (გლობალურის 13%)
3. რუსეთი - $86.4 მლრდ (გლობალურის 3.9%)
4. ინდოეთი - $81.4 მლრდ (გლობალურის 3.6%)
5. საუდის არაბეთი - $75 მლრდ (გლობალურის 3.3%)
ქვეყნები ყველაზე ძლიერი ჯარით (Global Firepower-ის შეფასება):
1. აშშ
2. რუსეთი
3. ჩინეთი
4. ინდოეთი
5. გაერთიანებული სამეფო