მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უძრავ ქონებაზე ფასის ზრდა გაგრძელდება“ - ირაკლი ბურდილაძე

ბურდილაძე

საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. ამის შესახებ დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ბურდილაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ფასების მატება ბაზარზე არსებული მოთხოვნით არის განპირობებული, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის შემოსავლების მატებას უკავშირდება.

„ფასების ზრდა კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, რომ მოთხოვნა არის ჯანსაღი. ფასების ზრდა მიყვება ეკონომიკური ზრდის ტემპებს და არ აღემატება მას. წლევანდელ პერიოდს თუ ავიღებთ და შევადარებთ შარშანდელს პერიოდს, 9%-ით არის ზრდა.

[ფასების ზრდა] რა თქმა უნდა, გაგრძელდება. იმიტომ რომ, ერთი მხრივ, მოთხოვნა საკმაოდ დიდია, ეკონომიკური ზრდა განაპირობებს მოსახლეობის შემოსავლების ზრდას და ეს ყველაფერი აგენერირებს ამ მოთხოვნას უძრავ ქონებაზე. მეორე მხრივ, რომ შეხედოთ გაცემულ ნებართვებს, წელს გაცემული ნებართვები შარშანდელთან შედარებით ოდნავ შემცირდა. ეს ერთობლიობაში დამატებით მოთხოვნას ქმნის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ფასების ზრდა აუცილებლად იქნება", - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.

2026 წლის პირველ შვიდ თვეში თბილისში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 2.45 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 27.3%-ით აღემატება. Galt & Taggart-კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში მეორად ბაზარზე გაყიდვები ჯამურად 17%-ით, პირველად ბაზარზე კი 30%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები