მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უძრავი ქონების ამერიკული კომპანიები Compass და Anywhere Real Estate ერთიანდებიან

უძრავი ქონება

საცხოვრებელი უძრავი ქონების წამყვანი ამერიკული კომპანია Compass-ი და Anywhere Real Estate-ი ერთიანდებიან. გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, Compass-ი ყოფილი კონკურენტის $1.6-მილიარდად შეფასებულ აქციებს სრულად შეიძენს.

შედეგად, საერთო ფირმის შეფასება $10 მილიარდს გადააჭარბებს. გარიგების ფარგლებში, Anywhere-ის ყოფილი მეწილეები თითო დაკარგული აქციის სანაცვლოდ Compass-ის 1.5 აქციას მიიღებენ. ცნობისთვის, Anywhere-ის ერთი აქციის ფასი გარიგების დადების მომენტისთვის $13.01 დოლარი იყო.

უძრავი ქონების კომპანიების გაერთიანების პროცესი, სავარაუდოდ, 2026 წლის მეორე ნახევარში დასრულდება. Compass-ის ამჟამინდელი მეწილეების ხელში ახალი ფირმის აქციების 78% აღმოჩნდება, დანარჩენ 22%-ს კი Anywhere-ის აქციონერები გაინაწილებენ. საერთო ფირმაში უძრავი ქონების 340,000 აგენტი იქნება თავმოყრილი. ერთობლივად, ისინი ამერიკასა და 120 სხვა საერთაშორისო ბაზარს დაფარავენ.

აღსანიშნავია, რომ ორი კომპანიის გაერთიანება, მეტწილად, შტატებში იპოთეკური სესხების გაძვირებასთან არის დაკავშირებული. Compass-ისა და Anywhere Real Estate-ის მფლობელები ძალების გაერთიანებით არიან დაინტერესებული და იმედოვნებენ, რომ მოთხოვნის შემცირების ფონზე გაჩენილ რისკებს ერთობლივად უფრო მარტივად გაუმკლავდებიან. აღსანიშნავია, რომ Anywhere-ის ისეთ ცნობილ ბრენდებს ფლობს, როგორებიც Century 21-ი, Coldwell Banker-ი, Corcoran-ი, ERA და Sotheby’s International Realty-ი არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები