2023 წლის აპრილში თბილისში ბინების გაყიდვები წლიურად 27%-ით შემცირდა. Colliers Georgia-ს უძრავი ქონების ვებგვერდზე განახლებული ინფორმაციით, აპრილში დედაქალაქში სულ 2 537 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. ბაზრის ზომა კი 22%-ით, 141 მილიონ დოლარამდე შემცირდა. რაც შეეხება ბათუმს, აპრილში ბათუმში სულ 1 133 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის აპრილთან შედარებით 20%-ით ნაკლებია. ბაზრის ზომა 15%-ით 50 მილიონ დოლარამდეა შემცირებული.
სტუმარი: ლეო ჩიქავა - „ქოლიერს ჯორჯიას“ კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელი;