კომპანია „დომუსის“ მმართველი პარტნიორის გიორგი გიორგაძის თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე ჯანსაღი მოთხოვნაა, რაც მიმდინარე წელს ფასების ზრდის წინაპირობა იქნება. როგორც გიორგაძემ „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა ბაზარი სტაბილური და პროგნოზირებადია.
„ქავთარაძეზე $120 მლნ-იანი ახალი პროექტი წარვადგინეთ და აპარტამენტების დიდი რაოდენობა პირველივე კვარტალში გავყიდეთ. ასევე მიმდინარე სამი პროექტი გვაქვს, ორი მაღალ და ერთი საშუალო სეგმენტში და ჩვენს მონაცემებზე დაყრდნობით მოთხოვნა არსებობს.
ზოგადად ბაზარზე ტენდენცია სტაბილურობისკენ მიდის, მზარდია გაცემული ნებართვების რაოდენობა. მილიონ 900 000 კვ-ზეა საუბარია, 255 სამშენებლო ნებართვა და დიდი წილი მოდის საბურთალოზე, დიდუბესა და ისნის რაიონებში. საბურთალო ყოველთვის იყო დომინანტი და მიწოდება დღესაც ბევრია. ვფიქრობ, ეს წელი იქნება სტაბილური და პროგნოზირებადი. ჯანსაღი მოთხოვნაა და ფასის ნაწილში ამ წლის ჭრილში ზრდა გაგრძელდება“ - განაცხადა გიორგაძემ.