მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა სტაბილურია, 8 თვეში 11-12%-იანი ზრდა გვაქვს - „აპექს დეველოპმენტი"

აპექს დეველოპმენტი

დეველოპერული კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის 8 თვე გაყიდვების მიმართულებით ზრდით დაასრულეს. სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ წლის მეორე ნახევარში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გააქტიურდა.

როგორც BMG-ის კომპანია „აპექს დეველოპმენტში“ განუცხადეს, მათ შემთხვევაში იანვარ-აგვისტოში ტრანზაქციების რაოდენობა 11-12%-ითაა გაზრდილი. თუმცა კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ზრდა მათ შორის შარშანდელი დაბალი ბაზითაცაა განპირობებული, როდესაც გასულ წლის ამავე პერიოდში ქვეყანაში არსებული არასტაბილურობის ფონზე, უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები შემცირებული იყო.

“2025 წელი თავდაპირველად შედარებით ცუდად დაიწყო, რადგან იანვარ-თებერვალში წინა წლის პერიოდთან შედარებით ნაკლები გაყიდვები იყო. თუმცა მარტიდან ნელ-ნელა ვითარება დასტაბილურდა. აგვისტო გაყიდვების კუთხით რეკორდულად მაღალი არც ველოდით გაყიდვების ამ რაოდენობას. საბოლოოდ, წლის პირველი რვა თვის მონაცემებით, დაახლოებით 11-12%-იანი ზრდა გვაქვს.

ეს ძირითადად იმითაა გამოწვეული, რომ წინა წელს მეორე-მესამე კვარტალში გაყიდვები ძალიან შემცირებული იყო. აქედან გამომდინარე, ამ წლის მონაცემები უკეთესია. თუმცა მოთხოვნა საკმაოდ სტაბილურია, უფრო მეტ ზრდას ველოდებით წლის განმავლობაში”, - განაცხადა „აპექს დეველოპმენტის” ფინანსურმა დირექტორმა, დავით კანდელაკმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები