თბილისში უძრავი ქონების ბაზარი შემცირდა. მარტში დედაქალაქში 229 მლნ 400 ათასი დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 8.4%- იანი კლებაა. აღსანიშნავია, რომ ჯამურად 2024 წლის პირველ კვარტალში 717 მლნ 400 ათასი დოლარის ღირებულების 9 506 ბინა გაიყიდა. ღირებულება 2.5%-ით არის გაზრდილი, რაოდენობრივად კი, 2%-ზე მეტით შემცირებაა.
საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის თანახმად, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე დიდ მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეები ქმნიან, რაც მთლიანი გაყიდვების 85%-ს შეადგენს. რაც შეეხება ქირას, 2024 წლის მარტში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა, რაც თვიური 0.2%-იანი შემცირებაა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ბინის საშუალო ქირას კლების ტენდენცია აქვს.
სტუმარი: ზურაბ ერისთავი - RENTALS-სა და Eristavi Estates-ის მმართველი პარტნიორი;