უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორს საბანკო დაკრედიტებაში კვლავ პირველი პოზიცია უჭირავს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა.
კომერციულ სექტორზე გაცემული სესხების მოცულობა 2026 წლის მაისის ბოლოსთვის 47.2 მილიარდ ლარს აღწევდა, რაც ერთწლიან ჭრილში 5.4 მილიარდი ლარით, ანუ 12.9%-ით გაზრდილი. ბიზნეს სექტორში ყველაზე მეტი - 4.96 მილიარდი ლარის სესხები უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორზე არის გაცემული. ამასთან, აღნიშნული სექტორის დაკრედიტების ზრდის ტემპი (18%) ასწრებს ზოგადად ბიზნეს სესხების ზრდის ტემპს, რაც 12.9%-ს შეადგენს.
გარდა უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორისა, ასევე მნიშვნელოვანი წვლილი აქვს საბანკო დაკრედიტებაში უძრავი ქონების მენეჯმენტსაც, რაზეც ბანკებს 4.48 მილიარდი ლარის სესხები აქვთ გაცემული. ამასთან, აღნიშნულ სექტორში დაკრედიტება წლიურად 15%-ით არის გაზრდილი.
2026 წლის მაისის მდგომარეობით ბიზნეს სესხები ასე ნაწილდება:
| # | სექტორი | სასესხო პორტფელი 2026 წლის მაისის მდგომარეობით - ლარი | ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით |
| 1 | უძრავი ქონების დეველოპმენტი | 4.96 მილიარდი ლარი; | 18% |
| 2 | სერვისი | 4.48 მილიარდი ლარი; | 15% |
| 3 | უძრავი ქონების მენეჯმენტი | 4.17 მილიარდი ლარი; | 20% |
| 4 | სოფლის მეურნეობის სექტორი | 3.77 მილიარდი ლარი; | 11% |
| 5 | ენერგეტიკა | 3.04 მილიარდი ლარი; | 19% |
| 6 | სასტუმროები და ტურიზმი | 2.94 მილიარდი ლარი; | -8% |
| 7 | სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა | 2.85 მილიარდი ლარი; | 21% |
| 8 | ვაჭრობა (სხვა) | 2.14 მილიარდი ლარი; | -4% |
| 9 | სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა | 2.09 მილიარდი ლარი; | -3% |
| 10 | სამომხმარებლო საქონლის წარმოება | 1.91 მილიარდი ლარი; | 2% |
| 11 | საფინანსო ინსტიტუტები | 1.51 მილიარდი ლარი; | 54% |
| 12 | სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) | 1.22 მილიარდი ლარი; | 24% |
| 13 | ჯანდაცვა | 1.04 მილიარდი ლარი; | -26% |
| 14 | რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები | 991 მილიონი ლარი; | 9% |
| 15 | ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა | 989 მილიონი ლარი; | 28% |
| 16 | წარმოება (სხვა) | 961 მილიონი ლარი; | 7% |
| 17 | მათ შორის: ექსპორტიორები | 874 მილიონი ლარი; | 25% |
| 18 | მძიმე მრეწველობა | 791 მილიონი ლარი; | -1% |
| 19 | ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები | 790 მილიონი ლარი; | 7% |
| 20 | სხვა | 670 მილიონი ლარი; | 90% |
| 21 | ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა | 629 მილიონი ლარი; | -9% |
| 22 | ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები | 516 მილიონი ლარი; | 334% |
| 23 | ავტომობილების დილერები | 309 მილიონი ლარი; | 10% |
| 24 | ტელეკომუნიკაცია | 294 მილიონი ლარი; | -7% |
| 25 | საბითუმო ლომბარდი | 288 მილიონი ლარი; | 13% |
| 26 | ფარმაცევტიკა | 259 მილიონი ლარი; | 39% |
| 27 | სახელმწიფო ორგანიზაციები | 44 მილიონი ლარი; | 16% |




























