მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავი ქონების გაქირავებით მოქალაქეებმა 236 მილიონის საიჯარო შემოსავალი მიიღეს - ზრდა 15%-ია

თბილისი

2024 წლის პირველ ნახევარში უძრავი ქონების იჯარიდან მოქალაქეთა მიერ მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა 236 მილიონი ლარი შეადგინა - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის სტატისტიკიდან ირკვევა. უწყების თანახმად, ეს საიჯარო შემოსავალი წინა წელთან შედარებით 15%-ით, ანუ 30.7 მილიონი ლარით მეტია.

სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში საიჯარო შემოსავალი საშუალოდ 23,500 ადამიანს უფიქსირდებოდა, რაც წინა წელთან შედარებით 2 ათასი მეიჯარით მეტია.

თვეების მიხედვით ყველაზე მეტი საიჯარო შემოსავლები მაისში დაფიქსირდა და მან 43.8 მილიონი ლარი შეადგინა. სტატისტიკის თანახმად, მეიჯარეთა საშუალო საიჯარო შემოსავალი თვეში 1,640 ლარია. ეს მოიცავს ყველა ფიზიკური პირი მეიჯარის საშუალო საიჯარო შემოსავალს, როგორც ბინების, ასევე სახლებისა და კომერციული ფართების გაქირავებიდან.

შემოსავლების სამსახურის სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ იმ პირთა შემოსავლებს, რომლებსაც იჯარის ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული. ეს შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახლის იჯარა, ასევე საოფისე თუ კომერციული ფართების საიჯარო ხელშეკრულებები, რომლებიც ოფიციალურად არის გაფორმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები